|

Laughing

 

კიცებულ 

თჰუ ადემიურ ჭო

2013 ის 11 მაისის

2/2013  გავეები. 

მოდიფიცირებულია:

აკადემიური საბჭოს 2015 წლის 23 ივნისის #02  

გადაწყვეტილების საფუძველზე;

მოდიფიცირებულია:

აკადემიური საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის #02  

გადაწყვეტილების საფუძველზე;

 

 

ტუდენის ტატუსის ოპოვების, ების, ეწვეის, ბილობის, სწის მიღებულ გაათლების ღიარების წესები 

(მეორე რედაქცია) 

 

მუხლი 1. სტუდენტის სტატუსის მოპოვება

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტის სტატუსის მოპოვება  ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების  ან მობილობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვება  ხორციელდება  საერთო სამაგისტრო გამოცდის ან მობილობის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ერთი ან მეტი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა; შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა/გამოცდები დგინდება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად;

3. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული სტომატოლოგის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტის სტატუსის მოპოვება  ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე;

4. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვის (სტუდენტის სტატუსის მოპოვების) აუცილებელი წინაპირობაა უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ყოველ სემესტრულად ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სემესტრის დამთავრებიდან მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდში. ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის საჭიროა მომდევნო სემესტრის სწავლების საფასურის სრულად (პირველკურსელთათვის)  ან არანაკლებ 50%–ის გადახდა.

 

მუხლი 2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება 

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერება წარმოებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დადგენილი წესებისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია შესაბამისი ფაკულტეტის შუამდგომლობა, შემდეგი საფუძვლებით:

ა) აკადემიური შვებულება, რომელიც სტუდენტს ეძლევა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლისა, უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში –  უცხოეთში სწავლის ვადით (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა); უცხოეთში სწავლა დადასტურდებულ უნდა იქნას დოკუმენტურად, სემესტრულად;

ბ) სავალდებულო სამხედრო სამწყობრო სამსახურში გაწვევის გამო (სათანადო დოკუმენტით დადასტურებული);

გ) დოკუმენტურად დადასტურებული ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში;

დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, სტუდნეტის განცხადების საფუძველზე;

ე) ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, შესაბამისი სემესტრის ვადით;

ვ) სტუდენტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობის/პირობების, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების (სწავლის საფასურის გადაუხდელობა)  დარღვევის შემთხვევაში;

ზ) თუ გაუქმდა ან შეიცვალა თჰუ-ში რეალიზებული ის  საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სტუდენტიც არის პირი, უნივერსიტეტის მხრიდან  მისი შემდგომი განათლების უზრუნველყოფით, „საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად;

თ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთის ღონისძიებად შეფარდებულია ისეთი საშუალება, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ან თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში;

3.  სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უწყვეტს სტუდენტს სტატუსს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.

4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში სტუდენტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეჩერებულია;

 

მუხლი 3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა 

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა წარმოებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის   N10/ნ ბრძანებით და  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

2.  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა)  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი  ხნის განმავლობაში სტატუსის შეჩერება;

დ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის  შინაგანაწესით, ეთიკური   და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, რასაც მოჰყვა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული პროცედურები სტუდენტის სტატუსის შესაწყვეტად;

ე) გარდაცვალება ან ასეთად სასამართლოს მიერ ცნობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები:

ა) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

ბ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.

 

მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

1. სტატუსშეჩერებული/სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი განცხადების საფუძველზე ან/და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის  შემთხვევაში, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულებასა და შინაგანაწესთან;

2. სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი;

3. სტუდენტის სტატუსის აღდგენა სემესტრის მიმდინარეობისას პირადი განცხადების საფუძველზე, დაიშვება სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმფხვრის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მიმდინარე სემესტრის  ფარგლებში აკადემიური შედეგების მიღწევა.

 

მუხლი 5. სემესტრის დამატება

1. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა  დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა მომდევნო სემესტრის/სემესტრების  განმავლობაში, რა დროსაც ფორმდება  საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ახალი ხელშეკრულება სემესტრის/სემესტრების დამატების შესახებ;

2. დამატებითი სემესტრის/სემესტრების  სწავლის საფასური განისაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი სასწავლო კურსის/კურსების კრედიტების შესაბამისად, თჰუ რექტორის ბრძანების საფუძველზე; სასწავლო კრედიტის საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით: მიმდინარე წლიური გადასახადი იყოფა წლიური კრედიტის რაოდენობაზე (სტანდარტულად - 60), რის შედეგად მიიღება 1 კრედიტის საფასური.

 

მუხლი 6.  სტუდენტის გარე მობილობა

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან სტუდენტის გადასვლა და ამავე უნივერსიტეტში  სტუდენტის გადმოსვლა – მობილობა წარმოებს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის   N10/ნ ბრძანებითა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" დირექტორის სამართლევბრივი აქტებით დადგენილ ვადებში;

2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ელექტრონულ პორტალზე; 

3. ფაკულტეტის საბჭოების შუამდგომლობის საფუძველზე, თჰუ რექტორის დადებითი რეზოლუციის შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას, ფაკულტეტების და საგანმანათლებლო პროგრამების მითითებით;

4.  მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებად პროგრამად;

5. თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადებების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, თჰუ-ში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილებით;

6. მობილობის მსურველი, რომელიც თჰუ-ს მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით თჰუ–ს ჩარიცხვისა თაობაზე, კარგავს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. თჰუ, როგორც მიმღები უსდ, სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს" წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტს, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ცენტრი ამოწმებს  ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას საკანონმდებლო მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა  თჰუ რექტორის  ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ და ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება „ცენტრში“.

8. თჰუ-დან გადასვლისას, სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" დასკვნის საფუძველზე გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი თჰუ-ში ჩაირიცხა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სხვა უსდ–ში გადასვლელი სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლი დაიტოვოს. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე – შემოდგომის ან 7 მარტამდე – გაზაფხულის სემესტრში.

 

მუხლი 7.  შიდა მობილობა

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს სწავლების პერიოდში შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა;

2. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი; შიდამობილობა ცხადდება თჰუ რექტორის ბრძანების საფუძველზე, შიდამობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადებების არსებობის შემთხვევაში;

3. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება  სტუდენტს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ვადაში; შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი;

4. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

5. შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხორციელდება ამავე  წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული განათლების აღიარების/საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის წესების შესაბამისად.

6. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ, სემესტრის დაწყებამდე. შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია შიდა მობილობის შედეგები მიაწოდოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;

7. შიდა მობილობით სტუდენტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტად გადაყვანა ფორმდება  რექტორის ბრძანებით.

 

მუხლი 8საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი

1. თჰუ შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. აღიარებას ექვემდებარება  იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კრედიტების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;

2. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და თჰუ-ს მიმღები ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა:

ა)  მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად;

ბ) თუ ერთი და იგივე სასწავლო  კურსისთვის თჰუ-ს მიმღები ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია იგივე ან ნაკლები ECTS კრედიტი მცირედი სხვაობით, ვიდრე იმ უსდ-ს პროგრამით, საიდანაც გადმოდის სტუდენტი;

3. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში;

4. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველმა პირმა უნივერსიტეტს წარუდგინა ისეთი საგანამანათლებლო პროგრამა, რომელიც არ არის შესრულებული ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისად, უნივერსიტეტის შესაბამისი (მიმღები) ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მობილობის მსურველ პირს მოსთხოვოს ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითონ გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით და მოახდინოს გადაყვანა შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ საგანმანათლებლო პროგრამა შესრულებულია ასტონომიულ საათებში, ცალკეული საგნის საერთო რაოდენობა მრავლდება 3-ზე და იყოფა ერთი კრედიტის ექვივალენტზე საათებში, ანუ 25-ზე. მაგ., თუ ასტრონომიულ  საათებში საგნის დატვირთვა შეადგენს 60 საათს, ის მრავლდება  x 3-ზე და იყოფა 25-ზე: 60x3/25=7,2, დამრგვალებით უდრის 7 კრედიტს;

ბ) თუ სტუდენტის  მიერ სხვა უსდ-ში მიღებული შეფასება შეესაბამება 5-ბალიან სისტემას, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა 100 - ქულიან შეფასების სისტემაზე შემდეგი პრინციპით: შეფასება 5 /ფრიადი/ პირობითად ჩაითვალოს  –  A 91  (ფრიადი) შეფასებად;

შეფასება 4 /კარგი/ პირობითად ჩაითვალოს  მინიმალურ  –  C 71 (კარგი) შეფასებად;

შეფასება 3 /დამაკმაყოფილებელი/ პირობითად ჩაითვალოს  მინიმალურ D 61 (დამაკმაყოფილებელი) შეფასებად;

გ) შეფასება „ჩაეთავალა“–ს გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით:  5 ბალიანი შეფასების სისტემით გამოცდებზე მიღებული შეფასებების 100–ქულიანი შეფასების სისტემაზე მოდიფიცირების შედეგად მიღებული ქულების  საერთო ჯამი (შეკრებილი ციფრი), იყოფა ამ სასწავლო დისციპლინების რაოდენობაზე და მიღებული ციფრი ჩაითვლევა „ჩათვლით“ დამთავრებული სასწავლო კურსის შეფასების ეკვივალენტად; მაგ. 81(4)+91(5)+71(4)+71(4)+91(5)+81(4)=486/6=81 (B).

5.უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნას სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის, გარდა დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის აღიარებისა.

6. პროგრამების თავსებადობა/შესაბამისობა ფორმდება შედარების აქტითა და დასკვნით თჰუ შესაბამისი (მიმღები) ფაკულტეტის საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღებ საგანმანათლებლო პროგრამასთან, ასევე აღიარებული/თავსებადი კრედიტების რაოდენობა; ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ექვემდებარება თჰუ ხარიხსის უზრუნვეყოფის სამსახურის  უფროსთან შეთანხმებას, რაც მოწმდება მისი ხელმოწერით;

7. აღიარებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე, სტუდენტი მობილობის წესით ჩაირიცხება ქვემოთ მოყვანილი შესაბამისობით, სათანადო სემესტრის სტუდენტად:

 

აღიარებული კრედიტების რაოდენობა

შესაბამისი სემესტრი

 

15 კრედიტამდე

I  სემესტრიდან

16-45 კრედიტი

II  სემესტრიდან

46-75 კრედიტი

III  სემესტრიდან

76-105 კრედიტი

IV  სემესტრიდან

106-135 კრედიტი

V  სემესტრიდან

136-165 კრედიტი

VI  სემესტრიდან

166-195 კრედიტი

VII  სემესტრიდან

196 კრედიტიდან

VIII  სემესტრიდან

8. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლით განსაზღვრული წესების დაცვით.

 

მუხლი 9. იურიდიული ძალა

ეს წესები მოქმედებს იმ ნაწილში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების ამ წესებში ასახვამდე, ამ წესების ის ნაწილი, რომელიც აღარ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ძალადაკარგულად ითვლება.

 

 

 
სასარგებლო ბმულები