|

Laughing

 

ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები ეკონომიკის სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენის სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის სპეციალობით, ასევე E-LEARNING დისტანციური განათლების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.

 


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით სტომატოლოგი, კვალიფიკაციით ექიმი-სტომატოლოგი; 2002 წელს დაამთავრა სემაშკოს სახელობის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა, ხოლო 2005 წელს ასპირანტურა; 2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ორგანიზაციების მენეჯმენტის სპეციალობით. საერთო სამუშაო სტაჟი შეადგენს 21 წელს, სტომატოლოგიის დარგში კი 16 წელს. ასევე არის 10-მდე მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის  ავტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი და თერაპიული სტომატოლოგიის წრის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან არის თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი.

 

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 40-ზე მეტი მონოგრაფიის, სახელმღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი.  2010 წლიდან  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, 2012 წლიდან დღემდე არის თჰუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი; აგრეთვე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006 წელს იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის ექსპერტი;

 

1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტი. 1995 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. საქართველოს ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში და არის თანაავტორი (მუხ: 581-606). არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998-2007 წლებში იყო თსუ-ს კახეთის მხარის (სიღნაღის) ფილიალის იურიდილი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

 

დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. დაცული აქვს საკანდიტატო დისერტაცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციების კურსს კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში, ასევე სულხან-საბასა და თჰუ-ში. არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არის თხუთმეტამდე სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიისა და ბროშურის ავტორი, რამდენიმე მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტი. კერძო სამართლის მიმართულებით სამი დოქტორანტის ხელმძღვანელი, ორმოცდაათამდე სადიპლომო და დოქტორანტთა სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელი. ერთი სადოქტორო და სამი საკანდიდატო დისერტაციის ექსპერტი,  ორი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციაში. "ნადიბაიძე და პარტნიორები"-ის დამფუძნებელი, ადვოკატი და ხელმძღვანელი.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 2007–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2005-2006 წლებში იყო  ს.ს. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შიდა ქართლის ფილიალის იურისტი. 2006წ.-დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორი.

 

2005 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფილტვის დაზიანების მორფოგენეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს“. ეწვა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2006 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში  ასოცირებულ პროფესორად; 2007 წლიდან დღემდე „დედათა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში“ იკავებს ექიმი-მორფოლოგის თანამდებობას. 2009 წლიდან მუშაობს შპს „ჯანმრთელობის ცენტრის“ ციტოლოგიური და მორფოლოგიური განყოფილების გამგედ. 2009-2011 წლებში იყო თბილისი დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის არაერთი სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2010 წლიდან არის სქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის წევრი. 2012 წლიდან დღემდე  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური მიმართულების ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სალექციო კურსებს. აქვს გავლილი მრავალი უცხოური საერთაშორისო და ადგილობრივი საკვალიფიკაციო ტრენინგ-სემინარები; არის 2 სახელმძღვანელოს და 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, რამოდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და სხვა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებში. ამჟამად, თჰუ-ს გარდა მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  მიენიჭა მედნიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. აქვს არაერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე  პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივი სტაჟი. კითხულობს ლექციებს შინაგან მედიცინაში, კარდიოლოგიასა და გერიატრიაში, როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე. არის ექვსი სადოქტორო დისერტაციისა და ათი საკანდიდატო დისერტაციის საექსპერტო კომისიის წევრი. უკავია „საქართველოს გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1982 წლიდან  მუშაობს თერაპიის ს/კ  ინსტიტუტში, თერაპიული განყოფილების გამგედ; 2012 წლიდან  მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოწვეულ სპეციალისტად. ასევე 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.

 

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 20-ზე მეტი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, 10-ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი, რეცენზენტი.  2001-2003 წლებში იყო  სამართლებრივი რეფორმების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. 2003-2016 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი. 2009 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იყო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იყო ამავე კომისიის სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2010 წელს, ხოლო განმეორებით 2013 წელს აირჩიეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ. 2015 წლიდან არის ევროპის საბჭოს ექსპერტი მედია სამართალში.
 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამის „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2008 წლიდან არის რეგიონული განვითარების და სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი. 2012 წლიდან არჩეულია საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად-აკადემიკოსად. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას. არის  რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის სამართალი და ეკონომიკა რედაქტორი. ავტორი და თანაავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის და 7 სახელმძღვანელოსი უმაღლესი სასწავლებლებისათვის. მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, ტრენინგსა და ფორუმში, ასევე TEMPUS-ის პროექტებში. კვლევის სფეროებია: ტურიზმი, მენეჯმენტი, რეგიონული ეკონომიკა, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობები.

 

მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პროკურატურის, კონტროლის პალატისა და იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებში საჯარო თანამდებობებზე. სამეცნიერო და პედაგოგიური სამუშაოს პარალელურად სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრ"-ში ახორციელებს საექსპერტო საქმიანობას. ეკავა აკადემიური თანამდებობა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

1972 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სრული კურსი, სპეციალობით ბიოლოგია.  ბიოლოგი, ბიოლოგიისა და ქიმიის  მასწავლებელი. 1996 წელს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებელის კვალიფიკაცია, კვლევის სფერო ნეიროფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერება. 1997 წ. მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა  ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება. 2004 წ. 21 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ”    საქართველოს  კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც მიწვეული პედაგოგი. 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.  კითხულობს სალექციო კურსს ნორმალურ ფიზიოლოგიას და ნორმალურ ანატომიაში. არის არაერთი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი. მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებში.

 

თჰუ-ს პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2003 წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 1994-2016 წწ. უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. 2002 წ. გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გერმანიის ქ. ჰასფურტში, კლაუს ფოილნერის სტომატოლოგიურ კლინიკაში. 2001-2006 წლებში.  სადისერტაციო თემაზე ,,ქრონიკული რეციდიული აფთური სტომატიტის რისკის ფაქტორები და მკურნალობის ოპტიმიზაცია“ მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში. 2006 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2012 წელს იყო დ. აღმაშენებლის სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში  რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი,  2013 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, სადაც კითხულობს ლექციებს თერაპიულ სტომატოლოგიაში.  არის მრავალი სამედიცინო პროგრამის მონაწილე, არაერთი სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 2005-2011 წლებში კი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 2012-2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის დოცენტის ხარისხს. გამოცემული აქვს 28 ნაშრომი, 2 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. 1963 წელს დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი პროვიზორის სპეციალობით. 1972 წელს ქ. ტომსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკა-ტელემექანიკის სპეციალობით. 1988 წელს ქ. ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის პოზიციაზე. 2012 წლიდან ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.


 

 

 
სასარგებლო ბმულები