|

Laughing

 

სამართლის დოქტორი (თსუ), სამეცნიერო ინტერესების სფერო: კონსტიტუციის თეორია, საკონსტიტუციო სამართლის თეორია და პოლიტიკა, საკონსტიტუციო რეფორმები, შედარებითი კონსტიტუციონალიზმი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება. საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი, გამარჯვებულია 2014 წლის ნომინაციაში: „ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ავტორია 10 წიგნის, აგრეთვე არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2007-2014 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოების ხელმძღვანელი. არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში. მიღებული აქვს გერმანული ფონდის KAAD (სამეცნიერო მივლინება მაქს პლანკის საჯარო და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ჰაიდელბერგი, გერმანია) და DAAD სამეცნიერო სტიპენდიები (სამეცნიერო მივლინება იენის უნივერსიტეტი, გერმანია). 

 

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 1992 წელს წარჩნებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობით – სამკურნალო საქმე. 1992–1994წწ. სწავლა გააგრძელა კლინიკურ ორდინატურაში ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და კატასტროფათა მედიცინის კათედრაზე. 1994–1997 წწ. სწავლა გააგრძელა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში და ამავდროულად, 1992 წლიდან დღემდე მუშაობს დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში ექიმ–რეანიმატოლოგად. 1999 წ. დაიცვა დისერტაცია სპეციალობით – პათოლოგიური ანატომია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა.ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2000–2006წწ. იყო ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტი. 2010–2012წწ. წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო სამსახურის ხელმძღვანელი და ასოც. პროფესორი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. კითხულობს სხვადასხვა  სალექციო კურსს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე.

 

2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში იურიდიული სამმართველოს წამყვან სპეციალისტად. 2006-2014 წლებში შსს სასაზღვრო პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსად. არის  თსუ-ს ლექტორი, სადირესტაციო საბჭოს წევრი. ააიპ - საერთაშორისო სამართლის ასოციაციის თავმჯდომარე. 2013 წლიდან ააიპ - საქართველოს უნივერსიტეტების ასოციაციის დამფუძნებელი.   გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. არის საერო მეცნიერებათა აკადემიის „ფაზისის“ ნამდვილი წევრი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასისტენტ–პროფესორად. ბიზნესის გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები-ს ავტორი. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის  მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 19 სტატია და მონაწილეობდა 6 კონფერენციაში.

 

ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტი. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის – 2 მონოგრაფია. არის რამოდენიმე გამოცემის რედაქტორი, რეცენზენტი, რედკოლეგიის წევრი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სადისერტაციო საბჭოს წევრი; ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი.


ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას 26 წლის განმავლობაში. არის სახელმძღვანელოების, ტერმინოლოგიური ლექსიკონების, სტატიების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით მუშაობას რეფერირებად და საერთაშორისო ჟურნალებში. 1990 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინგლისური მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე არის თჰუ-ს ასოცირებული პროფესორი.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ორთოპედ-სტომატოლოგი. 2007 წელს თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.  2003 წლიდან დღემდე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკაში „Classicdent“. 2005 წლიდან დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თსუ-ში, მოწვეულ პედაგოგად. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორად.

 

ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 1981 წელს დაამთავრა  თსუ, ბოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიოქიმია. 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1981 წლიდან დღემდე მუშაობს ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, პარალელურად კი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების კონსულტანტად. 1997–2011 წლებში იყო სხვადასხვა გრანტების მონაწილე. 2010–2016 წლებში  იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. 1970-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალური საპროექტო-არქიტექტურული კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. არის ორი წიგნისა და 17 სტატიის ავტორი.

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. 1985 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2002 წელს აირჩიეს „ფაზისის“ საერო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ამავე წელს მიანიჭეს იუსტიციის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 2005-2008 წწ. არჩეულ იქნა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობაზე, აკადემიური და სადისერტაციო საბჭოს წევრად. 2005 წელს აირჩიეს აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. დ.გურამიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის „იბერია“–ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი. თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. არის მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, რედაქტორი, რეცენზენტი და სადისერტაციო ნაშრომთა ავტორების ოფიციალური ოპონენტი. 2014 წლიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი. 2015 წელს არჩეულ იქნა საქართველოს იურიდიულ მეცნირებათა აკადემიის-აკადემიკოსად,  ამავე აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი ქირურგი; 2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი  თემაზე “ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური  მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირე ინვაზიური ჩარევების გამოყენებით;” ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2002 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური მედიცინის დეპერტამენტის,  ასოცირებულ პროფესორად; 2001-2013 წ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიულ დეპარტამენტში, დიპლომის შემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებლად. 2009 წლიდან არის საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ეროვნული კოორდინატორი, გამგეობის წევრი; 2013 წლიდან არის მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი. 2012 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, საერთაშორისო ჟურნალ “ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხებისა,” ასევე 50 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2012 წლიდან დღემდე  იმყოფება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულ  პროფესორად. რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო ტრენინგებში, კონგრესებსა და კონფერენციებში, არის კონფერენციების და კონგრესების ორგანიზატორი.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1991-1996 წლებში  სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2014 წლიდან დღემდე სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინიჭებული აქვს: სახელმწიფო სამხედრო წოდება რეზერვის პოლკოვნიკი, წოდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი  და "მარკეტინგის" ქვემიმართულებით ასისტენტ-პროფესორი, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 20-ზე მეტი სტატიისა  და მონოგრაფიის ავტორი

 

იგი ფლობს დოქტორის ხარისხს.  ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით 2011 წლიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი 2007 წლიდან. 2009 – 2013 წლებში  მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მაია აღაია არის  მრავალი სამეცნიერო სტატიისა და სახელმძღვანელოს  ავტორი. გავლილი აქვს უამრავი ტრეინინგ კურსი უცხო ენის (ინგლისური ენის) სწავლების საკითხებში.


მინიჭებული აქვს ფილოლოგის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლიდან დღემდე, სლავური ფილოლოგიის მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი სლავური ფილოლოგიის მიმართულებით ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში. 1997-2001 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 1997-2002 წლებში ირიცხებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად.

 

2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. პარალელურად ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვა უმაღლეს დაწესებულებებშიც. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის, ორი მონოგრაფიის) ავტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, ტრენინგისა და ევროკავშირის პროექტის მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, რამდენიმე მონოგრაფიის რეცენზენტი, პრეზიდენტისა და Erasmus Mundus-ის სტიპენდიატი

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 2008 წლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. კითხულობს ლექციებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებში: ყბა-სახის ქირურგია, თერაპიული სტომატოლოგია და ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია. 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად. 2012 წლიდან მუშაობს სს „ევექსში“ ყბა - სახის ქირურგად, არის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე 2002 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და შპს „ლანცეტის“ ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს. 2012 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობს  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

 

 


 

 

 
სასარგებლო ბმულები