|

Laughing

 

1995 წელს წარმატებით  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2000 – 2003 წლებში  სადისერტაციო თემაზე ,,სამამულო  პრეპარატ  „კარიპაზიმის“  გამოყენება  პაროდონტიტის  მკურნალობის  კომპლექსში”  და  მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. ის ამასთანავე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2010-2011 წლებში იყო   ქ. მარნეულის ჰეიდარ ალიევის სახელობის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი,  კათედრის ასისტენტ – პროფესორი; 2011-2012 წლებში   მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის  სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში, ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე. 2012  წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო  უნივერსიტეტში  ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე. 1995–დან  2015-წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის მე-9 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში  ექიმ–თერაპევტისა და ორთოპედის  თანამდებობაზე;  2015 წლიდან დღემდე იმყოფება  სტომატოლოგიურ  კლინიკაში „აია“  ექიმ თერაპევტის  და ორთოპედის თანამდებობზე; 2012 წლიდან - მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი. არის მფლობელი სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატისა –  თერაპიული სტომატოლოგია  და  ორთოპედიული სტომატოლოგია.

 

მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია სტატისტიკის სპეციალობით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო, 1997წ.) მიერ; აგრეთვე ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (2012წ.) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სადისერტაციო  საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.  2011-2015 წწ. მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ეროვნული ანგარიშების სამმართველოში). 2004-2015 წწ. იყო სხვადასხვა პროექტების და სამეციერო გრანტების მონაწილე. 1997 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; არის 8 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი. 2006 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ქალბატონი თამარი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კვალიფიკაციით ექიმი დერმატო-ვენეროლოგი. 1993 წლიდან დღემდე მუშაობს კანისა და ვენსნეულებათა ეროვნულ ცენტრში ექიმი დერმატოლოგის თანამდებობაზე. 1996 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტებზე. არის 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ასევე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, ექსპერიმენტებსა და გრანტებში. არის ევროპის დერმატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, წიგნის „დიდი საოჯახო ენციკლოპედია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.  2013 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

 

 

 

 

 
სასარგებლო ბმულები